კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შსს-ს მაიორმა ძაღლს ესროლა

ნახვები: 490 შსს-ს მაიორმა ძაღლს ესროლა

თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ძაღლს ცეცხლი გაუხსნა.

ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე, ჯგუფ ცხოველთა უფლებების კომიტეტში გამოქვეყნდა, სადაც მოქალაქე წერდა, რომ თვითმხილველების თქმით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შედეგადაც, შსს-ს თანამშრომელმა მას იარაღიდან ესროლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ პოლიციის მაიორი შეეცადა, მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც, იძულებული გახდა, სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა.

მათივე თქმით, მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში - ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა", - უთხრეს ფორმულას შსს-ში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა