კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნონა ქურდოვანიძე - “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ, თუ ადრესატი ორზე მეტი პირია

ნახვები: 475 ნონა ქურდოვანიძე - “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ, თუ ადრესატი ორზე მეტი პირია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ.

ქურდოვანიძემ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა.

“აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით:

“საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს".

ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება, მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად უნდა გაეგზავნოს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა