ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky

რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

ნახვები: 550 რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა