Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 428 კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის-დიმიტრი პესკოვი

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზელენსკის წინადადებაზე საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზად არის, გაგზავნოს მინსკში რუსეთის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე, უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებისთვის", - აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გამოთქვა მზაობა განიხილოს უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი.

„თავდაპირველად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ოპერაციის მიზანი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დახმარებაა, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ეს კი, საკუთრივ, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია", - განაცხადა პესკოვმა.

როგორც პრესსპიკერი აღნიშნავს, ბელარუსის პრეზიდენტმა დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, რომ შექმნის ყველა პირობას მოლაპარაკების გასამართად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა