კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

ნახვები: 507 თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

 

 თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.

 

შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა: EBRD, IFC და ADB.

 

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალური და ადგილობრივი ბაზრების მაკროეკონომიკური პერსპექტივები, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება და ტენდენციები, რეიტინგის მოპოვების პროცესში კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები და ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ ემიტენტებმა 2025 წელს.

 

„წლიდან წლამდე, მზარდია კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტების რაოდენობა, ასევე ბაზრის მოცულობა და  დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. ღონისძიებაზე არაერთ ისეთ პარტნიორ კომპანიას ვუმასპინძლეთ, ვისთან ერთადაც 30 წელია ვიზრდებით და ვვითარდებით. მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამოცდილება. მოხარული ვართ, რომ სულ უფრო მეტ კომპანიას ვთავაზობთ ტრადიციული საბანკო მომსახურებების მიღმა, დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიულ გზებსაც. სწრაფად ცვალებად გარემოში და გლობალური მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო დიდია თიბისის პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად გავაზიაროთ ტენდენციები, მოლოდინები და სწორი ანალიზი. ამჯერად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, ბაზარზე არსებული ტენდენციები, ემიტენტების მომზადების პროცესი და ექსპერტების მოლოდინები გავაზიარეთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა