კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანდრეი სიბიგა - უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს

ნახვები: 520 ანდრეი სიბიგა - უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს

უკრაინა რჩება იმ პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატო-ში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე მან მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის პრინციპული პოზიციის შესახებ.

„არის ფუნდამენტური რამ, რასაც უკრაინა არ მიიღებს და ერთ-ერთი მათგანია მესამე ქვეყანას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვეტო დაადოს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ ნატო-ს წევრი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი, თუმცა რუსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული.

„დიახ, კონსენსუსი ჯერ არ არის, მაგრამ არა სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოს გამო“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება აუცილებელია არა მხოლოდ თავად უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

"ყველაზე ეფექტური ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - და ისინი განუყოფელია - არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა სიბიგამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა