სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ბრაიზა: „საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში "ბარდაკია"

ნახვები: 298 ბრაიზა: „საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში "ბარდაკია"

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა იყოს. ეს ბრაიზამ ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში Пограничная ძONA რამდენჯერმე გაიმეორა.

"სქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. გავიხსენოთ ნატოს ფორმირება, იმისთვის რომ საბჭოთა აგრესია შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანია მიიწვიეს ნატოში და ეს მხოდა ამ აგრესიის შესაჩერებლად; თუ მაშინ შეიძლებოდა ეს, რატომ ვერ იქნება დღეს ასე?! ნუ, მესმის რომ დღეს მონდომება ნაკლებია, მაგრამ რატომაა ეს მიდგომა დღეს ალოგიკური, ეს გაუგებარია" - თქვა ბრაიზამ.

ბრაიზა ასევე ამბობს რომ მისაღებია ე.წ. "რასმუსენის მოდელი", რომელიც ითვალისწინებს, საქართველო ისე გახდეს ნატოს წევრი, რომ ალიანსის ქარტიის მე-5 მუხლი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მასზე არ გავრცელდეს და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს თითქმის მსგავსი პრეცენდენტები;

მოგეხსენებათ, კვიპროსის თითქმის ყველა კუნძულზე ვრცელდება ევროკავშირის კანონმდებლობა, ისინი ევროკავშირის დაქვემდებარებაში არიან. და ერთადერთი, კვიპროსის ჩრდილოეთ მხარე არაა ევროკავშირის ნაწილი. სეპარატისტული რეგიონები არიან ბევრგან, მაგალითად, ესპანეთში კატალონია, კანადაში კვებეკი... შეიძლება ამ დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ პრეცენდენტები არსებობს", - თქვა მეთიუ ბრაიზამ.

ბრაიზამ საქართველოზე და ნატოსთან მის პარტნიორობაზე საუბრისას, ბუქარესტის სამიტი და იმ დროინდელი მოვლენები გაიხსენა - "2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის უფრო მეტი დაბრკოლება არსებობდა, ვიდრე საქართველოსთვის, ამასთან, საქართველო, პარტნიორობის შედეგით, ექვსეულში შედიოდა".

მეთიუ ბრაიზამ ამავე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში "ბარდაკია"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა