კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ!

ნახვები: 487 სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ!

მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! - სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა.

„9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა!

9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!

მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!

არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას!

იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დიდება გმირებს!

სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! - „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ !“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა