კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულებზე - მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება

ნახვები: 514 გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულებზე - მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება

მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოსი გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულთა შესახებ წერს.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.

„მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.

ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო. ესენი არიან: აზა ადამია; ნათია ბაშალეიშვილი; ეკა ბეჟანიშვილი; ნატო გიორგაძე; თამუნა დოლიძე; თინა ენუქიძე; ნინო თოიძე; ზაირა კიკვიძე; მანანა ლოლაძე; თამარ მამულიშვილი; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე; ნანა სამარგულიანი; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი; ელისო ჭიპაშვილი; თამარ ჭოველიძე; ნოდარ ჯანგირაშვილი; მზია ჯინჭარაძე; მანანა მელქაძე; გია ქარსელაძე“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა