ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი - ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს, უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ, ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ამაყი კაცია

ნახვები: 419 დონალდ ტრამპი - ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს, უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ, ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ამაყი კაცია

ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს, უბრალოდ, არ იციან როგორ მიუდგნენ ამას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. როგორც იცით, ეს ერთ-ერთი ისეთი რაღაცაა, რაც საკმაოდ არ იციან - ამაყი ხალხია. პრეზიდენტი სი [ძინპინი] ამაყი კაცია. ძალიან კარგად ვიცნობ მას, უბრალოდ მათ არ იციან როგორ მიუდგნენ ამას. მაგრამ გაარკვევენ. ამის გარკვევის პროცესში არიან, მაგრამ შეთანხმების მიღწევა სურთ”,-განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულ იქნება.

"შეთანხმება მიღწეულ იქნება ყველა მათგანთან, ეს სამართლიანი შეთანხმებები იქნება. უბრალოდ სამართლიანი მინდა. ეს ყველასთვის სამართლიანი შეთანხმებები იქნება... მაგრამ ის სამართლიანი არ იყო შეერთებული შტატებისთვის", -აღნიშნა მან.

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა