თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ემანუელ მაკრონი აშშ-ის მიერ ტარიფების დაპაუზებაზე - ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს

ნახვები: 517 ემანუელ მაკრონი აშშ-ის მიერ ტარიფების დაპაუზებაზე - ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა.

„ამერიკული ტარიფების 90 დღით ნაწილობრივი შეჩერება სიგნალს აგზავნის და მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. თუმცა, ეს პაუზა მყიფეა. მყიფეა, რადგან ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები და ყველა სხვა პროდუქტზე 10%-იანი ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს 52 მილიარდ ევროს წარმოადგენს ევროკავშირისთვის! მყიფეა, რადგან ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს ჩვენი ყველა ბიზნესისთვის, ატლანტიკის ორივე მხარეს და მის მიღმაც“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა ორი დღის წინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 145%-მდე გაზარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა