Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება - მაღალმთიან რაიონებში თოვლი

ნახვები: 481 უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება - მაღალმთიან რაიონებში თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +14,+16 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +16,+18 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 აპრილს დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა