Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გერმანიამ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი გამოაცხადა - IRIS-T-ის თავდაცვის სისტემებს და Patriot-ის რაკეტები

ნახვები: 512 გერმანიამ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი გამოაცხადა - IRIS-T-ის თავდაცვის სისტემებს და Patriot-ის რაკეტები

გერმანია უკრაინას კიდევ IRIS-T ტიპის მიწა-ჰაერის კლასის თავდაცვის ოთხ სისტემას და რაკეტებს და Patriot-ის სისტემებისთვის დამატებით 30 რაკეტას მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იმ მხარდაჭერის დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც მისი ქვეყანა უკრაინას 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროდან გამოუყოფს.

პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას მიაწვდის : Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას 300 მართვადი რაკეტით, 300 სადაზვერვო დრონს,120 ერთეულ ManPad-ს, ანუ Man-ის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 25 ერთეულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, Leopard 1A5-ის ტიპის 15 საბრძოლო ტანკს, 14 საარტილერიო სისტემას, 100 ერთეულ სახმელეთო სათვალთვალო რადარს, 30 ერთეულ Patriot-ის მართვად რაკეტას, დამატებით 100 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას.

ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა