მიხეილ სააკაშვილი - პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
შეიძინე მაგთის “ყველაფერი ულიმიტო“ პაკეტები თიბისის ბარათებით და დაიბრუნე 30% ქეშბექი მომენტალურად
თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია
„ნიკოლი“ - საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,180 over past day
Democrats in U.S. House of Representatives prepare bill to back Ukraine
Over 10,000 volunteers join pool of candidates for Ukraine’s Defense Forces

გიორგი გახარია თეა წულუკიანს - ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? „მეილი“ არსებობს?

14.04.2025 ნახვები: 260

ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? „მეილი“ არსებობს? - ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას, რომელიც სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას და ამ ამბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შეუტყობინებლობას შეეხებოდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი ეს გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული.

ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი.

„დაიცავით თუ არა ნორმა, რომელიც გავალდებულებდათ, რომ თქვენ საგუშაგოს მოწყობა არ დაგეწყოთ თქვენით. ძლევამოსილი იყავით თუ არა, მე თუ მეკითხებით, მე დაგიდასტურებთ, რომ თქვენ იყავით რა შს მინისტრი, თქვენ იყავით სუპერ ძლევამოსილი“,- განაცხადა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ „ახლაც არ ვუჩივი ძლევამოსილებას, მე მყოფნის“.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროსაც კი პრემიერ-მინისტრივით იქცეოდა.

„თქვენ ძლევამოსილი იყავით და შს მინისტრი რომ იყავით, იქცეოდით პრემიერ - მინისტრივით. საგუშაგო იქ განთავდა თქვენი მხრიდან კეთილშობილური მიზნით. გატაცებებია, გადაცემებია სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზიებში, რომ ეს ტყე მათია, მონიშვნები გააკეთეს ტყეზე და შესაძლებელია გონივრული ვარაუდი, უფრო მეტიც, რომ იქ ადრე თუ გვიან გადმოიწევა ხაზი. თქვენ არ აცნობეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის საპასუხოდ კი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

„ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. მე ვისაუბრე მაშინ სუს-ის ხელმძღვანელთან, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული, ყველამ ყველაფერი იცოდა. საოკუპაციო ხაზი არის შს სამინისტროს კონტროლის ქვეშ. მას აკონტროლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. საოკუპაციო ხაზი არ არის სუს-ის კონტროლის ქვეშ. საოკუპაციო ხაზე რაც ხდება, გატაცება და ა.შ. ეს არის შს სამინისტროს პრეროგატივა. აი, გატაცებული ადამიანის მერე გამოყვანა და იმ ფორმატებში თანამშრომლობა, იქ არის სუს-ი. სუს-ს აქვს მთავარი პრეროგატივა, „ვინმე არ გავაბრაზოთ“. სუს-ი ამიტომ არის სუს-ი. მათი მთავარი ინსტრუმენტი ყოველთვის უნდა იყოს მოლაპარაკება. მათ თავიანთი რისკები დაგვანახეს.

მთავარი მიზანი იყო ახალი რუკის საფუძველზე, გამოგონილი რუკის საფუძველზე ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ეს არ არის სიმართლე. გადმოწეულია დე-ფაქტო ხაზი“.

თავის მხრივ, გახარიამ წულუკიანს მიმართა: - „თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზსა და საგუშაგოს“.

ამასთან, ამავე სხდომაზე კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, იყო თუ არა ინფორმირებული პრემიერ-მინისტრი, როცა გახარიამ შს მინისტრობის დროს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იყო თუ არა მთავრობის მეთაური თანახმა.

„პრემიერ-მინისტრის გარეშე ამ საკითხს ვერ გავაკეთებდით. პრემიერ-მინისტრი იყო ჩემი ხელმძღვანელი, როცა ასეთ ნაბიჯებს ვდგამდი. მარტო ამას არა, სხვას ყველაფერს ვუთანხმებდი პრემიერ-მინისტრს“,- განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა