კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

გიორგი გახარია წულუკიანს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? - მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?

ნახვები: 502 გიორგი გახარია წულუკიანს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? - მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?

ქალბატონო თეა, რა მინდა გთხოვთ - თქვენ რომ მისვამთ ახლა დაჟინებით მართლა საინტერესო შეკითხვას - „ვინ გაგიყვანა ოპოზიციაში, ვინ იყო ის, ვის შეხვდი“… ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ რა კობახიძეს, “დიფ სტეიტიდან” ვინ დაურეკა და უთხრა, გახარია დანიშნე პრემიერადო , - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სხდომის მიმდინარეობისას გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.

გახარიამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, სადაც იგი ამბობდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ “დიფ სტეიტმა” მოსთხოვა.

“რატომ არ ეკითხებით კობახიძეს, რომ თქვა, “დიფ სტეიტმა” დამირეკაო, თორემ 20 ივნისის მერე უნდა გაგვეგდოო. ჰკითხეთ რა. პასუხი არ გაინტერესებთ? იქნებ ერთი და იგივე ხალხი იყოს “დიფ სტეიტი”… კარგით ახლა მართლა რა, თუ სერიოზულად ვლაპარაკობთ, სერიოზულად ვილაპარაკოთ”, - მიმართა გახარიამ თეა წულუკიანს.

წულუკიანმა აღნიშნულზე უპასუხა, რომ სახელსა და გვარზე, ვისგანაც ზარი განხორციელდა, ინფორმაცია ჰქონდა.

“იცით რა, მე სერიოზულად რომ ვლაპარაკობ, ამიტომ, ნაკითხიც მაქვს და პასუხიც მიღებული მაქვს გვარზე და სახელზე. ბატონი კობახიძე თავად ისაუბრებს. მე კიდევ ერთხელ გეკითხებით - გუნდში იყო შეთანხმებული თქვენი გათავისუფლება 20 ივნისის შემდეგ და დიახ, ზარი შედგა”, - თქვა წულუკიანმა.

გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს კითხვა შეუბრუნა - იცოდნენ თუ არა დეპუტატებმა, რომ “დიფ სტეიტის” მიერ ნაკარნახევ კანდიდატს ირჩევდნენ.

“დიფ სტეიტიდან”? და ერთი კითხვა მაქვს - “დიფ სტეიტიდან” ზარის შედეგად რომ ირჩევდით პრემიერს, იმ დეპუტატებმა იცოდნენ, ხმა ვინც მომცა? მათ უთხარით, რომ “დიფ სტეიტმა” დაგვავალა და იმიტომ უნდა ავირჩიოთო?” - ჰკითხა გახარიამ თეა წულუკიანს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა