კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

„დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

ნახვები: 480 „დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი -„უკრაინის მხარდაჭერის აქტი“- წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა წარადგინა და ის უკრაინის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველყოფასა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი, ცხადია, საკანონმდებლო დისკუსიის ნაწილი იქნება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-თან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი არის კიევის მთავრობის მხარდაჭერის მიზნით ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა და ამ ძალისხმევას დამატებითი აქტუალობა მიენიჭა კვირას, როდესაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყა მაშინ, როცა ადამიანები ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში წირვას ესწრებოდნენ. კიევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 117 დაიჭრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა