კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს

ნახვები: 527 კაია კალასი - საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს

დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება.ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს", - წერს კალასი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა