კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დათო დოიაშვილი - ამ ყველაფერს ველოდი, მიკვირს, რომ ამდენი ხანი გვაცალეს

ნახვები: 505 დათო დოიაშვილი - ამ ყველაფერს ველოდი, მიკვირს, რომ ამდენი ხანი გვაცალეს

ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ , - ასე მიმართა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” წინ შეკრებილებს.

როგორც დოიაშვილმა აღნიშნა, მისი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პირობებში, თეატრი არ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა.

“ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ სოლიდარობისთვის. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა, ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ.

საერთოდ არ ვნერვიულობ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, საერთოდ მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარი არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!

ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი - ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია.

არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა