კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არასამთავრობო ორგანიზაციები - ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

ნახვები: 506 არასამთავრობო ორგანიზაციები - ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

საერთაშორისო პარტნიორებმა სანქციები უნდა მიმართონ არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ მოხდეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს“.

„ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ.

იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად.

მეორე მხრივ, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.

ჩვენი პოზიცია ნათელია - საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დასჭირდება.

დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი “ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი! ეს არის საქართველოს მოქალაქეების რუსეთთან შეურიგებელი ბრძოლის, მრავალწლიანი უდიდესი შრომისა და დასავლური არჩევანის შედეგი და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“;

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“;

„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

 

„ღია სივრცე კავკასია“;

 

„გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო“;

 

„საქართველოს ევროპული ორბიტა“;

 

„სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ ;

 

„პრევენცია პროგრესისთვის“;

 

„ყვარლის ევროკლუბი“;

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“;

 

„საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი“;

 

„ევროპის ფონდი“;

 

„კანონის უზენაესობის ცენტრი“;

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;

 

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“;

 

„შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“;

 

„სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“;

 

„დემოკრატიის მცველები“;

 

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“;

 

„საფარი“;

 

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“;

 

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა