პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ექსკლუზივი - ვინ არის პოლიციელი “Nike”-ის მაისურით და რა კავშირი აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან?!

ნახვები: 2216 ექსკლუზივი - ვინ არის პოლიციელი “Nike”-ის მაისურით და რა კავშირი აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან?!

"ახალგაზრდა პოლიციელი", რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე ფორმის გარეშე, „nike”-ს მაისურით გამოჩნდა და დაკავებებში, მათ შორის ქალების მიმართ ძალადობრივ ქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რეზი ჯინჭარაძეა. ჯინჭარაძეს რუსთაველის გამზირის, დატოვება მას შემდეგ მოუწია, როცა ჟურნალისტები მისი ვინაობით დაინტერესდნენ და ჰკითხეს თუ რატომ იყო ფორმის გარეშე მისული აქციაზე, რომელზეც მოქალაქეებს აკავებდნენ.

„ნეიშენ ჯორჯიასთვის“ ცნობილი ხდება, რომ რეზი ჯინჭარაძე  ცნობილი ქართველი მომღერლის, ანსამბლი „ქართული ხმების“ სოლისტის გურამ თამაზაშვილის შვილიშვილია. იგი ამავდროულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი, ე.წ. თავმჯდომარის  და აწ უკვე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის სულხან თამაზაშვილის ოჯახის წევრია.

ცნობისთვის რეზი ჯინჭარაძე, ლუკა ჯინჭარაძის ძმაა, რომელმაც  2024 წლის 4 დეკმბერს თბილისში, თავისუფლების მოედანთან მსოფლიო ჩემპიონი, ზურა დათუნაშვილი ძალის გამოყენებით დააკავა.

 

 

 ფოტოები:სოც.ქსელიდან

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა