Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

კაია კალასი - ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს

ნახვები: 493 კაია კალასი - ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს

ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა AFP-სთან საუბარში განაცხადა.

კალასის განმარტებით, აშშ-ს რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა ინსტრუმენტი არ გამოუყენებია და აღნიშნა, რომ “სააღდგომო ზავთან” მიმართებით მოსკოვი „თამაშობდა”, ვინაიდან, რუსეთი რეალურად არ მიისწრაფვის მშვიდობისკენ.

“ისინი ზავს არ იცავდნენ. აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს, დროს წელავს და რეალურად არ სურს მშვიდობა”,-განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, პუტინის მიერ 30-საათიანი “სააღდგომო ზავის” გამოცხადება რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “მოთმინებას კარგავს” კრემლის პოზიციის გამო.

“მათ [რუსეთს] ჰგონიათ, რომ დრო მათ მხარესაა, ამიტომ არავითარ პოზიტიურ სიგნალებს არ აგზავნიან, არავითარ კეთილ ნებას არ აჩვენებენ”,-განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიევსა და მის ევროპელ მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა მოსკოვთან მიმართებით.

“მათ აქვთ ინსტრუმენტები, რომ რეალურად ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. რატომ არ იყენებენ მათ ამ ომის დასამთავრებლად? თუ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე გადიან… დიდი კითხვაა - რატომ?” - განაცხადა კალასმა.

ასევე, კალასმა აღნიშნა, „ყირიმი უკრაინაა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა