მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

დონალდ ტრამპის სამი თვე

ნახვები: 502 დონალდ ტრამპის სამი თვე

თეთრ სახლში დაბრუნებული დონალდ ტრამპი ძველებურად სკანდალური და აგრესიული სტილით იწყებს მეორე საპრეზიდენტო ვადას. მისი ზეობის პირველი სამი თვე ამერიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთი სიტყვით შეიძლება შევაჯამოთ — ქაოსი.

ტრამპი დაბრუნდა არა როგორც მორიგი პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლიტიკურ სისტემასთან ომის გამოცხადების მსურველი მეამბოხე რეფორმატორი. მისი პირველი გადაწყვეტილებები თავდასხმად შეიძლება ჩავთვალოთ როგორც შიდა სამთავრობო სტრუქტურებზე, ისე გლობალურ ეკონომიკურ წესრიგზე.

მოგეხსენებათ, ტრამპმა „გათავისუფლების დღეს“ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო და 180-მდე სახელმწიფოსთვის სატარიფო რეჟიმი აამოქმედა, თუმცა რამდენიმე დღეში ეს ამბიციური იდეა განადასტურა და ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა.

ტარიფების გამო, ევროკავშირმა, კანადამ და მექსიკამ საპასუხო ტარიფები შეიმუშავეს, ჩინეთმა კი ღიად განაცხადა, რომ ის ამერიკასთან სავაჭრო ომისთვის მზად იყო და პეკინი უკან არაფერზე დაიხევდა. ტრამპის წყალობით, საფონდო ბირჟაზე არნახული პანიკა შეიქმნა — კომპანიების ხელმძღვანელები გაფრთხილებებს ავრცელებდნენ წარმოების ხარჯების ზრდისა და მოგების შემცირების შესახებ, რასაც ინვესტორები უკიდურესად ნეგატიურად იღებდნენ.

ზოგადად, უოლ-სტრიტს არ უყვარს გაურკვევლობა, ტრამპის ქმედებებმა კი უფრო პანიკური გაურკვევლობა მოიტანა, ვიდრე უბრალოდ დაბნეულობა. S&P 500 ინდექსი პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში თითქმის 14%-ით დაეცა, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი დასაწყისია ახალი პრეზიდენტისთვის.

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, რომლებიც ადრე ტრამპის საგადასახადო პოლიტიკით სარგებლობდნენ, მისი ახალი შეზღუდვების გამო, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, მათ შორის იმ მილიარდერებმაც, რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას პირადად ესწრებოდნენ და მის სიტყვით გამოსვლას ტაშს გულმხურვალედ უკრავდნენ. ბირჟის დაღმასვლის ფონზე, ამერიკული დოლარი მკვეთრად გაუფასურდა, გლობალური რეცესიის დაწყების რისკი გაიზარდა და საქმე იქამდეც მივიდა, სახელმწიფოებმა ამერიკული სახაზინო ობლიგაციების თავიდან მოშორება დაიწყეს, რაც, ზოგადად, ფინანსური არმაგედონის წინაპირობად ითვლება.

გლობალური წესრიგის თავდაყირა დაყენებასთან ერთად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ჩართულობით, ტრამპმა ფედერალური სტრუქტურიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლა, ძირითადად კი ისინი, ვინც დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის პერიოდში საკვანძო პოზიციებზე მუშაობდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტი, FBI, თავდაცვის დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტრო — ეს ის მიმართულებებია, სადაც ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა. კრიტიკოსები ამ მოვლენას „ადმინისტრაციულ რევანშს" უწოდებენ, ტრამპისთვის კი ეს „სისტემის გაჯანსაღებაა".

რა გამოუვიდა და რა ვერ მილიარდერ პოლიტიკოსს?

გამოუვიდა:
- განახორციელა ფედერალური აპარატის რადიკალური რეფორმა და გაამყარა კონტროლი სახელმწიფო სტრუქტურებზე.
- მოახერხა კონსერვატიული ამომრჩევლის მხარდაჭერის მობილიზება და ნაციონალური ნარატივს გაძლიერება.

ვერ გამოუვიდა:
- სავაჭრო პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდას არა სტიმულირება, არამედ შეფერხება მოუტანა.
- საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.
- ფინანსურ ბაზრებზე ნდობის კრიზისი გაღრმავდა და ბირჟა მკვეთრად დაეცა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის "America First" პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, რეალურად ამერიკის გლობალურ იზოლაციას იწვევს. ევროკავშირი იწყებს ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ დიალოგს, აზიური ქვეყნები კი აშშ-ის გვერდის ავლით ახალი სავაჭრო მარშრუტების ძიებაში არიან.

დონალდ ტრამპის დაბრუნებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ მისი პოლიტიკა კვლავ იმავე სცენარით ვითარდება, როგორც ადრე — აგრესიული რიტორიკა, ეკონომიკური ავანტიურები და შიდა სისტემის რადიკალური ცვლილებები.

ერთადერთი კითხვა, რომელიც ახლა ყველას აწუხებს, ისაა: შეძლებს თუ არა ტრამპი ამ ქაოსის მართვას, თუ საბოლოოდ მისი პოლიტიკა ამერიკასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც ეკონომიკური კრიზისამდე მიიყვანს?

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა