კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ირაკლი ღარიბაშვილი კითხვაზე: შეიძლება თუ არა პოლიტიკაში დაბრუნდეს და ოპოზიციური პარტია შექმნას - მსგავსი არაფერი განიხილება

ნახვები: 496 ირაკლი ღარიბაშვილი კითხვაზე: შეიძლება თუ არა პოლიტიკაში დაბრუნდეს და ოპოზიციური პარტია შექმნას - მსგავსი არაფერი განიხილება

ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს”.

ღარიბაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკას ტოვებს და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

“რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ.

მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ.

თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა