კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის-დენის შმიგალი

ნახვები: 452 მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის-დენის შმიგალი

მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მტერმა ვერ განახორციელა საკუთარი გეგმები და ამიტომ, სამწუხაროდ, იწყებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით სროლას. ისვრიან საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, ესვრიან სასწრაფო დახმარების მანქანებს და ავტობუსებს, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ. ამ დანაშაულებისთვის რუსეთის სარდლობას აუცილებლად ელოდება ტრიბუნალი. უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება. უკრაინა არ აპატიებს", - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არ ესმის, რომ ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა რჩება კიევში და აგრძელებს მუშაობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა