უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება

ნახვები: 584 თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება

აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოებთან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში.

„კონგრესმენ ჯო უილსონთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ის არის ეუთოში აშშ-ის ჯგუფის ხელმძღვანელი. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რათა კვლავ შეახსენოს მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოსთან. ეს სახელმწიფოა ირანი და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს ჯო უილსონი. ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა