მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ევროპის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება

ნახვები: 521 ევროპის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება

9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება. აქცია 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.

სოციალურ ქსელში ორგანიზატორების განცხადებაში აღინიშნება, რომ ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან.

„9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე.

75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან.

საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით.

ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია.

ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ვხვდებით. ვხვდებით ჩვენი ბრძოლის გმირებთან - სინდისის პატიმრებთან ერთად, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ოჯახის წევრების მიერ პატივისცემით და მადლიერებით, ჩვენი გამარჯვების რწმენით, ჩვენი ქართველობის და ევროპელობის ერთობით და ძალით.

9 მაისს, 19:00 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე.

დავდგეთ ერთად და ვუთხრათ წარსულ და მომავალ თაობებს, ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენი ნება ურყევია, რადგან საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპის დაპირება - ქართველ ხალხს.

ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა