კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

ნახვები: 482 თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

 

 

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან,  ორ ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 330 მონაწილე იწყებს სწავლას.

სტუდენტები, თიბისი კამპუსში, 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარებას, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, IT ბიზნეს ანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს,  სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO.

თიბისის კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“. 

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა