Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს

ნახვები: 537 აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს

"ახალგაზრდული ძალა" - ეს არის ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საპროტესტო აქციებში ჩართულმა ახალგარზდებმა შექმნეს. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც თვეებია რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში დგანან და ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საჭიროა მეტი ახალგაზრდის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.

პროტესტის ხმა საქართველოს ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს - ეს არის ახალგაზრდების მთავარი განაცხადი, ამიტომ პოლიტიკური მოძრაობა იწყებს გუნდის დაკომპლექტებას რეგიონებშიც, რომ მოსახლეობას პირადად აუხსნან, რა როლი აქვს ქუჩის პროტესტით ზეწოლას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პირველი რეგიონი აჭარა იქნება, სადაც ახალგაზრდები შეხვედრას გამართავენ.

სრულ მხარდაჭერას უცხადებენ „ახალგაზრდულ ძალას“ სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრები. ახლა ყველა თანხმდება, რომ ახალგაზრდული ხედვა, ბრძოლა და ჟინია აუცილებელი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ტვ პირველი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა