მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნახვები: 522 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციების სამიზნეს რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებს, დიდი ბრიტანეთი 100 ახალი სანქციის დაწესებით ზეწოლას აძლიერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს „ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა