თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - როცა უმაღლეს დონეზეა შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო

ნახვები: 490 გია ვოლსკი - როცა უმაღლეს დონეზეა შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო

როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო - ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გასაუბრებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპონენტისათვის მაკრონთან კობახიძის საუბარი მნიშვნელოვანწილად ისტერიკის მომგვრელი იყო.

„როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო. თან ეს არ არის იმ დონის ხელმძღვანელობა, რომელსაც შეუძლია რაღაც სიტყვები გაცვალოს უბრალოდ ფორმალობისათვის. იქ, საერთოდ ორმხრივი შეხვედრების ფორმატი არ არსებობს და მაკრონთან, თუნდაც მოკლე შეხვედრის დროს, რასაკვირველია, პოზიციების გამოხატვა არის იმ დონის, რომელიც შეესატყვისება სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო. ასე რომ, თუ თქვენ დროსთან გაქვთ პრეტენზია, რასაკვირველია, ეს არ არის არგუმენტი.

არ იყო მარტო მაკრონთან შეხვედრა. იქ იყო სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრა. საკმაოდ შინაარსიანი, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ გრძელი საუბარიც. ეს ფორმატები არსებობს და ამ ფორმატების მაყურებელი ადამიანი, ზოგი აღივსება იმედით, პოზიტივით, ზოგს კიდევ ეს ისტერიკაში აგდებს. ვფიქრობ, მაკრონთან მისი საუბარიც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისათვის, მნიშვნელოვანწილად იყო ისტერიკის მომგვრელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონთან ხანმოკლე საუბრის კომენტირებისას განაცხადა, ფრანგულ და ქართულ მხარეს საერთო აღქმა აქვთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები.

„მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირდებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა