კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ზურაბ ჯაფარიძე - გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი

ნახვები: 542 ზურაბ ჯაფარიძე - გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაფარიძე წერს, გირაოს გადახდის გამო ადამიანების დამუნათება არასწორია.

„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, - წერს ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა