Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოში აშშ-ის საელჩო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მარკო რუბიოს გამოსვლის თარგმანს აქვეყნებს

ნახვები: 511 საქართველოში აშშ-ის საელჩო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მარკო რუბიოს გამოსვლის თარგმანს აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გამოსვლისა და კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვის თარგმანს აქვეყნებს.

„კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა: „თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?“

სახელმწიფო მდივანი რუბიო: „დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.

კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა