კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კადიროვი მკაცრი სანქციებით იმუქრება, დასავლეთს ვადა "31 თებერვლამდე" აქვს

ნახვები: 907 კადიროვი მკაცრი სანქციებით იმუქრება, დასავლეთს ვადა "31 თებერვლამდე" აქვს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს. თუმცა ჩეჩნეთის ლიდერს გამორჩა, რომ თებერვალში წელს 28 დღეა.

თავის ტელეგრამარხზე კადიროვი წერს, რომ სარკისებურ სანქციებს შემოიღებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის ლიდერების წინააღმდეგ, თუ საკუთარ განცხადებებზე უარს არ იტყვიან.

"ამ კომედიის მიუხედავად, დრო მოვიდა შური მკაცრად ვიძიოთ და ზომები უნდა იყოს სარკისებური. შედარებისთვის ასე უნდა გამოიყურებოდეს - თავის განცხადებებზე უარი უნდა თქვან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა, საგარეო უწყების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას შემოიღოს შემდეგი სანქციები - დახუროს ჩეჩნეთის ცა მათი თვითმფრინავებისთვის; გაიყინოს ჯონსონის რუსული აქტივები ჩეჩნეთის ბანკებში; ემბარგო დაუწესდეს ბრიტანელის ოლიგარქების აქტივები აჩხოი-მართანში, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი სამაშკახშიც", - წერს კადიროვი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა