Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

ნახვები: 410 გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

 

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული 21 წლის საბა კენჭიშვილი გვიზიარებს თავის გამოცდილებას კამპუსში სწავლის შესახებ.

„ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად, მაინტერესებს კინო და აქტიურად ვარ ჩართული კინემატოგრაფიულ პროექტებში. მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ოპერატორად და სინემატოგრაფად ვმუშაობ ხოლმე. ახლაც ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჩემი სადებიუტო ფილმი - „პალატა 222”, ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდა, როგორებიცაა: Stockholm City Film Festival, Rome Prisma Film Awards, New York Film & Cinematography Awards.

თიბისი კამპუსში ვისწავლე სარეკლამო კონტენტის შექმნა. მინდოდა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და წვდომა მქონოდა თანამედროვე ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. კურსი, რომელიც გავიარე იყო ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან: სულ ვეძებ შემოქმედებით მიდგომებს და თანამედროვე პლატფორმებს. ვისწავლე შემოქმედებითი პროცესის სწორად დაგეგმვა იდეის ფორმულირებიდან - რეალიზაციამდე“.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.

„ლექტორი ცდილობდა თითოეული ჩვენგანის იდეაში დაენახა პოტენციალი და მაქსიმალურად გაეზარდა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცე. მისგან ვისწავლე, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია“.

კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს. კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, ამჟამად 330 ახალგაზრდა სწავლობს. სწორედ მათ ურჩევს საბა, რომ „არ შეგეშინდეს კრეატიული ექსპერიმენტების, იყავი გულწრფელი, თავისუფალი და თამამად ჩართე კამერა“.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა