კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

ნახვები: 451 თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. 

WORK-SHOP ფესტივალი ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ.  

ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს. 

 ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია, ადგილზე მრავალი თავგადასავალი დახვდებათ. 

 ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ახალი დასაწყისი ყოველთვის შესაძლებელია.  

Alice Q, რომელიც ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია, 19 წელია ივენთების ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო გამოცდილებას იღებენ. 

 თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისას, რაც ბრენდის ახალ გზავნილსაც ეხმიანება: „მთავარი გჯეროდეს“. ვორქშოფ ფესტი კი სწორედ ასეთი ადგილია და სტუმრებს 31 მაისსა და 1 ივნისს, კონსტიტუციის N6/52-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე, მოუთმენლად ელოდება. 

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე თიბისის შეთავაზებაც დახვდებათ. თიბისის ახალი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება ადგილზე შეძენილ ბილეთებზე და კვების ობიექტებში.

ვორქშოპების ჩამონათვალისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა