კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - ამ გამარჯვებამდე მისასვლელად 14 წელი დაგვჭირდა

ნახვები: 461 „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - ამ გამარჯვებამდე მისასვლელად 14 წელი დაგვჭირდა

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ხელაიფის თქმით, მთავარი საკლუბო ტურნირის მოსაგებად „პარი სენ-ჟერმენი“ 14 წელი მიდიოდა და ფინალში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა.

„5:0. ეს წარმოუდგენელია, სიზმარია. საფრანგეთის დროშას ვიცავთ, ფრანგული კლუბი ვართ, ამას ვიმსახურებთ. საფრანგეთში ბევრი დიდი კლუბია, ყველა აკრიტიკებს ლიგა 1-ს და ამბობს, რომ არ გვაქვს მაღალი დონე, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს.

ამ გამარჯვებამდე მისასვლელად 14 წელი დაგვჭირდა, ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და მომავლისთვის რაღაცას ვაშენებთ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს, შესანიშნავი კლუბი ვართ“, – თქვა ალ-ხელაიფიმ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის ფინალში თავი გამოიჩინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა