კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

ნახვები: 378 თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან.

კახა კალაძის განცხადებით, ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე- ბარების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო განაცხადის ფორმა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტიდან განთავსდება, განაცხადების მიღება კი, როგორც მერიაში, ასევე, ელექტრონულად, ვებგვერდის - www.ms.gov.ge მეშვეობით, 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროექტის ფარგლებში. შესაძლებელია დაფინანსდეს დანადგარები, ტექნიკა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და მასალები, ასევე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისი და საოპერაციო ხარჯები. დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განაცხადების მიღებამდე, პრეზენტაციას გამართავს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა