ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გივი თარგამაძე - ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ

ნახვები: 484 გივი თარგამაძე - ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ

ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ, თორემ ასე „ვასილიჩსაც“ მეძახიან და მაშინ ჩაეწერათ, „ვასილიჩი“ მოვიდესო. ბრალში გიორგი წერია, გამოძახებაში - გივი, ისე პასპორტში ინგლისურად ჯორჯი მიწერია და შეიძლება ესეც დამიძახონ, ბევრი სათაური მაქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, როგორც გივი თარგამაძე, ისე გამოიძახეს, პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში კი მას გიორგი უწერია.

თარგამაძე ასევე გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გიგა ბოკერიასთან და კიდევ რამდენიმე პირთან დაკავშირებით მათ კვლევა დასჭირდებათ და თუკი, სურვილი ექნებათ, კომისიაზე მოწვევის გარეშეც გამოცხადდნენ“.

„კვირაში 9 პარასკევი აქვთ, რაზე იყო კომისია საერთოდ, გაიგო ვინმემ? ჩემი აზრით, ამ კომისიას ზუსტად ის ბედი ეწია, რაც იმ დეგენერატულ სერიალს, ხაინდრავას რომ გააკეთებინეს.

ახლაც იმიტომ გადავიდნენ ამ რეჟიმზე, ორ კვირაში ერთხელ გვექნება სხდომებიო, რადგან არავის არ აინტერესებს ეს სხდომები, რაც უნდოდათ აქედან რომ გამოსულიყო - სანახაობა, არ გამოუვიდათ.

ეს კომისია არც ერთ ეტაპზე თანმიმდევრული არ ყოფილა. ერთადერთი განცდა გამიჩნდა, რომ ის მათი არანორმალური ადამიანი რა დილასაც რა ხასიათზეა, იტყვის - ახლა მინდა გამოვიძიოთ არჩევნები იყო თუ არა გაყალბებულიო, ოღონდ მეორე დღეს ეს აღარ უნდა, უნდა ომი, მერე ჯაფარიძე-ხაზარაძე, მესამე დღეს ფეხბურთის ფედერაცია აინტერესებს და ა.შ. თვითონაც ხვდებიან, რომ არავინ არ უყურებს, დასკვნას საერთოდ დადებენ თუ არა, ამასაც ვნახავთ, მერე პროკურატურაში გადააგზავნიან თუ არა, ესეც არ ვიცით, რადგან ერთი კომისია გაკეთებული აქვთ, რომლის დასკვნაც გააკეთეს თუ არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არსად გადაუგზავნიათ. შუალედური შედეგი, არ მისვლაზე რომ დაგაკავონ, ეს ერთია, მაგრამ თვითონ კომისიის მუშაობის შედეგად ვერავის დააკავებენ, სულ რომ ყირაზე დადგნენ, ამიტომ აღარ სჭირდებათ ეს კომისია, ოღონდ, როგორ მიჩურთონ, ეს არ იციან“, - განაცხადა თარგამაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა