კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დაევალოს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიმართოს ევროკავშირს განაცხადით დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე-დეკანოიძე

ნახვები: 352 დაევალოს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიმართოს ევროკავშირს განაცხადით დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე-დეკანოიძე

ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ დღევანდელი სხდომა მიეძღვნას იმას, რომ დაევალოს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პროცედურების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიმართოს განაცხადით ევროკავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის მდგომარეობა, რაშიც ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხთან ერთად იმყოფება.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის აგრესია და რეალურად ძალიან მძიმე თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც გადის უკრაინელი ხალხი, არის იმის მაგალითი, რომ საქართველოც ჩაბმულია, უკრაინასთან ერთად, ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ურყევი ნებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ყველაფერი პრაქტიკულად იდენტურია 2008 წლის მოვლენების.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთდება სამარცხვინო და მძიმე განცხადებები. დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ დღეს სხდომა არ ჩატარდეს იმ პროცედურული საკითხებით, რომელიც რეალურად არის ყოველდღიური საკითხები, არამედ ეს სხდომა მიეძღვნას იმას, რომ დაევალოს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პროცედურების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიმართოს განაცხადით ევროკავშირს დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, ისევე, როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რადგან ეს არის ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ერთად ვიმყოფებით უკრაინელ ხალხთან.

გამონაკლისის წესით მივმართავ პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დღევანდელი სხდომა ზუსტად მიეძღვნას ამ საკითხს. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, ეს არის სასიცოცხლოდ გადამწყვეტი და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტმა, როგორც საქართველოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, დაავალოს საკანონმდებლო ორგანოს, სასწრაფოდ დაიწყოს პროცედურები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა