Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით

ნახვები: 486 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით

რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსეთი ხაზს არ იცვლის - კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა ქალაქებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. მათ მიზანში თითქმის მთელი უკრაინა ამოიღეს - ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები. ზოგიერთი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. 49 ადამიანი დაიჭრა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი - ყველა მათგანი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო.

„ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით. თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად - ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა