პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ფრიდრიხ მერცი - ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე

ნახვები: 504 ფრიდრიხ მერცი - ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე

ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონში ვიზიტიდან მეორე დღეს, ბერლინში, საოჯახო მეწარმეთა ასოციაციის ღონისძიებაზე კითხვა-პასუხების დროს განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Politico-ს მოჰყავს.

„არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის მთავრობა ნატო-ს ერთგულია“, - განაცხადა მერცმა.

აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან პირადი დიალოგის შესახებ საუბრისას მერცმა აღნიშნა: „კითხვა ასეთი იყო: აპირებს თუ არა ის [ტრამპი] ნატო-ს დატოვებას - ამის პერიფრაზს გავაკეთებ - და პასუხი იყო სრულიად მკაფიო „არა”. არავითარი მომდევნო კომენტარები არ იყო, მოგვიანებით სადილის დროსაც კი”.

გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა საუბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და ნატო-ს მომავალი”, - განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ევროპამ ახლა მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა