Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

საბა ლობჟანიძე - საკუთარი ქვეყნის სახელით გოლის გატანა დიდი ემოციაა

ნახვები: 493 საბა ლობჟანიძე - საკუთარი ქვეყნის სახელით გოლის გატანა დიდი ემოციაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა კაბო ვერდესთან ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩის შესახებ, რომელშიც პირველი ტაიმის ბოლოს თავური დარტყმით გაიტანა.

ივნისის ამხანაგური თამაშები საბამ კარგად ჩაატარა და ორივე შეხვედრაში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ნაკრებში გოლის გატანა კლუბში თავის გამოჩენისგან ძალიან განსხვავდება. უფრო დიდი ემოციაა, როდესაც ამას შენი ქვეყნის სახელით აკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ამით არ ვკმაყოფილდები და მინდა, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ და კიდევ დავეხმარო“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.

ფარერის და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ივნისის შეკრება დაასრულა. შემდეგი შეხვედრები უკვე ოფიციალური იქნება – ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა