უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კარლოს ალკარასი 2025 წლის როლან გაროსის გამარჯვებულია

ნახვები: 499 კარლოს ალკარასი 2025 წლის როლან გაროსის გამარჯვებულია

2025 წლის როლან გაროსის გამარჯვებული ესპანელი კარლოს ალკარასია. მსოფლიოს მეორე ნომერმა ჩოგბურთელმა ფინალში რეიტინგის ლიდერი, იტალიელი იანიკ სინერი ხუთ სეტში – 4:6, 6:7 (4:7), 6:4, 7:6 (7:3), 7:6 (10:2) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ორი სეტის მოგების შემდეგ იანიკ სინერი მესამე სეტსაც დამაჯერებლად იგებდა და ანგარიშზე 5:4, საკუთარ ჩაწოდებაზე სამი მატჩპოინტი ჰქონდა, თუმცა ალკარასმა თამაშში დაბრუნება შეძლო, ჯერ სეტებში წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბოლო პარტია საჩემპიონო ტაიბრეიქზე მოიგო.

ალკარასისა და სინერის ფინალური მატჩი 5 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. აღნიშნული ფინალი დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივია. 2012 წელს ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა 5 საათი და 53 წუთი ითამაშეს. ის მატჩი სერბმა ჩოგბურთელმა მოიგო.

შედეგად, 22 წლის ალკარასი დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია. 2022 წელს მან ამერიკის ღია პირველობა მოიგო, 2023 და 2024 წლებში უიმბლდონის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2024 და 2025 წლებში პარიზში, როლან გაროსის გამარჯვებულად მოგვევლინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა