კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა

ნახვები: 458 გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა

"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.

მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება.

"პატივცემულო მოსამართლე, 13 წელი ვმუშაობდი ივანიშვილისთვის სტრუქტურაში, საჯაროდ განვაცხადე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება... მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი გზა დამიტოვა, ჩემი ბედის ხელში აღება, ამაშია მთელი უბედურება. თუმცა, ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას მიმართა, იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით - ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკჩამოფარებულო", უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვი სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რა კარგია, წამება არ არისო, აბა, კითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, "სინდისის პატიმრების" მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი.

"ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს, თუმცა, უთხრა, რომ "დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაირღვევა".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა