თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

თინა ბოკუჩავა - არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს

ნახვები: 546 თინა ბოკუჩავა - არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს

მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება - არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს - დიდი იმედი მაქვს, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები მასთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ!- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „თავის და ხალხის მიტყუება“.

„მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავის და ხალხის მიტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ! ძალიან დიდი მადლობა, ყველას გუშინ გამოთქმული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თქვენგანის სიტყვა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა