კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენ უკრაინელებს გვერდით ვუდგავართ, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს-კობახიძე

ნახვები: 496 ჩვენ უკრაინელებს გვერდით ვუდგავართ, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს-კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებთ.

კობახიძის თქმით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით.

„კიდევ ერთხელ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვუდგავართ. ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითვისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე - სიტყვით და საქმით", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა