Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიორგი ახობაძე - ნიკა მელიას დაკავება ერთი ერთშია ჩემ ნათქვამთან

ნახვები: 513 გიორგი ახობაძე - ნიკა მელიას დაკავება ერთი ერთშია ჩემ ნათქვამთან

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის განცხადებით, როდესაც ის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, გიორგი გურეშიძეს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელმა დირექტორმა, ლევან მაისურაძემ დაურეკა.

როგორც მან განმარტა, გურეშიძეც და მაისურაძეც შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ამოიცნო.

„რაც შეეხება ჩადებას, ეს პიროვნება, რომელიც სახეზე მახსოვდა, არ ვიცოდი ვინ იყო, რა სახელი და გვარი ჰქონდა, ვიცოდი სად მუშაობდა და რომელი იყო მისი სამუშაო ოთახი, რომ მიმიყვანეს განყოფილებაში დავინახე სადაც იჯდა, კარი ღია ჰქონდა დატოვებული და ღლიცინებდა, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

პირველი კონტაქტი ჩემთან შედგა გიორგი გურეშიძის მხრიდან. ამოსაცნობად სამმართველოს რამდენიმე უფროსის ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი გურეშუძე. იმ მომენტში, როცა მასთან საპროტესტო საუბარში ვიყავი, რას აკეთებთ, როგორ წირავთ ადამიანს-მეთქი, მის მფლობელობაში არსებულ ტელეფონზე შემოვიდა ზარი, თუმცა [ვინაობა] არაფერს მეუბნებოდა გუშინდელ დღემდე, ვიდრე საკადრო გადაადგილებები მოხდებოდა - ლევან მაისურაძის ზარი იყო შემოსული გურეშიძის ტელეფონზე.

მისი სატელეფონო ზარი შედგა გიორგი გურეშიძესთან ჩემს თვალწინ. იმით დავიმახსოვრე, რომ კლასელი მყავდა ლაშა მაისურაძე. ჩემი პასიური მეხსიერებიდან ლევან მაისურაძე ამოტივტივდა, სხვათა შორის, ზუსტად იგივე მეთოდით მოხდა, როგორც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, ჯერ საპატრულომ რომ გააჩერა, მერე თავს დაესხნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთი ერთშია ჩემი ნათქვამის. დიდი მადლობა ცალკე ნიკა მელიას და ცალკე პოლიციელებს, რომ თურმე პრაქტიკაში ჰქონიათ, ზუსტად იმავენაირად, გამაჩერა პატრულმა და არსაიდან, მიწიდან ამოხტდნენ, წინ მოუძღოდათ გურეშიძე.

იმედია, ოდესმე, პროკურორი ჩემი ჩვენებითაც დაინტერესდება. დიდი ხანია ველოდები, იქნებ მეც მკითხონ რამე. სისხლის სამართლის დანაშაულზე განცხადება გავაკეთე, 7 თვე დაიწყო, რაც ამას ვაცხადებ, ან მითხრას, რომ გამოძიებას არ იწყებს, ან სხვა პროკურორს ვიპოვი, ან ვინმეს, იქნებ ფიქტიურად მაინც აღძრას საქმე, რადგან მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ან თუ აღძრა, რა ეტაპზეა საქმე, ან გამომკითონ“, - განაცხადა ახობაძემ.

ამ წუთებში, გიორგი ახობაძის საქმეზე ჩვენებას პოლიციელი აძლევს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა