მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ლევან ხაბეიშვილი - როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“

ნახვები: 542 ლევან ხაბეიშვილი - როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“

როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება“.

„თავი დაიმშვიდოს ახლა „ხარებამ“, რომ ყაველაშვილის ჯილდო აქვს, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, „მაგნიტსკის სიაშია“, მწამებლების და ტერორისტების, ისიც და გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს საფრთხე ემუქრება. როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები. ამ ადამიანებსაც ემუქრებათ საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის. როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა „ხარება“ და „მგლის ბილეთით“ გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი უნდა დაემხოს, ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში, არჩევნებს აზრი არ აქვს. სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება და თუ ყველანი ერთ პოზიციაზე ვიქნებით, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა