კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს

ნახვები: 455 მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა მარტვილოს სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვის გაუჩინარების შესახებ.

„ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი. რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნაპოვნია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, აღნიშნულ ფაქტს ექმიანება და სოციალურ ქსელში წერს: 6 წლის ბავშვს ფეხი დაუცურდა (ქვემო ხუნწი) და ცხენისწყალში გადავარდა, დინებამ წაიღო. ეძებდა მთელი მარტვილი+ მაშველები, რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს ცოცხალი და უვნებელი, ოღონდ ღონემიხდილი იპოვეს ნაპირზე გამორიყული: იბრძოლა, არ დაიბნა და ნაპირზე გამოსვლა მოახერხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა