კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შს ს- ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და 2 დღეში კლინიკაში გარდაიცვალა

ნახვები: 396 შს ს- ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და 2 დღეში კლინიკაში გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში „დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა“, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს.

„მსურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.ს.-ს, ხოლო ა.ყ-ს თანმხლებმა პირმა, ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ.

მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა